გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, იმედი აქვს, რომ აშშ რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ გერმანული კომპანიებისთვის გამონაკლისს დაუშვებს და სანქციებისგან გაათავისუფლებს, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
„ამას ამერიკელებთან განვიხილავთ. ვვარაუდობ, რომ „როსნეფტისთვის“ შესაბამისი გამონაკლისი დაიშვება“, – განუცხადა მერცმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, სინამდვილეში გაურკვეველია, სჭირდება თუ არა გერმანულ ბიზნესს, Rosneft Deutschland-ს გამონაკლისი, რადგან სანქციების თანახმად, „როსნეფტი“ ბიზნესის მინიმუმ 50% უნდა ფლობდეს. „ეს კი 50%-ია“, – დასძინა მერცმა.
ამასთან, Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლება ცდილობს „როსნეფტის“ გერმანული შვილობილი კომპანიები აშშ-ის ახალი სანქციებისგან დაიცვას. სააგენტოს ცნობით, რამდენიმე ბანკმა უკვე განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციებმა შესაძლოა მათ ხელი შეუშალოს გერმანიაში რუსული ნავთობკომპანიის შვილობილ კომპანიებთან ბიზნეს ურთიერთობაში. გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტრომ Reuters-ს განუცხადა, რომ აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციები არ უნდა იმოქმედოს „როსნეფტის“ გერმანულ კომპანიებზე, რადგან ისინი სახელმწიფოს მიერ კონტროლდება.
Reuters-ის ინფორმაციით, ოთხშაბათს, გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ ფირმებსა და ბანკებს ნებას რთავს, მომავალი წლის მარტამდე გააგრძელონ თანამშრომლობა Rosneft Deutschland GmbH-თან და RN Refining & Marketing GmbH-თან, რომლებიც გერმანიის სახელმწიფო კონტროლის ქვეშ არიან.




