Bloomberg – უკრაინა, საბიუჯეტო პრობლემების გამო, საერთაშორისო დონორებთან სასწრაფო შეხვედრას ითხოვს

უკრაინა, მომავალი წლის დასაწყისში სახელმწიფო ბიუჯეტის შევსებასთან დაკავშირებით არსებული განსაკუთრებით მაღალი გაურკვევლობის გამო, საერთაშორისო ფინანსურ დონორებთან სასწრაფო შეხვედრას ითხოვს, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დონორთა საკოორდინაციო ჯგუფისადმი მიწერილ წერილში უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი აცხადებს, რომ საჭიროა იანვარში ფინანსური რესურსების მიღება ძირითადი საბიუჯეტო საჭიროებების დასაფარად. „მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ საკმარისი, სწრაფი და პროგნოზირებადი საგარეო დაფინანსება 2024 წლის იანვრიდან“, – ნათქვამია წერილში.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი დონორებს შეხვედრის იანვარში ორგანიზებისკენ მოუწოდებს. „ვერ დაველოდებით მარტს ჩვენი სოციალური საჭიროებების დასაფინანსებლად“, – აცხადებს შმიგალი წერილში.
ამასთან, უკრაინის პრემიერი დონორებს მოუწოდებს, დაიწყონ მოქმედებების კოორდინაცია, რათა გაყინული რუსული აქტივები უკრაინის რეკონსტრუქციაზე წარმართონ. „კრემლს მოუწევს ომისა და ნგრევისთვის საფასურის გადახდა და ეს იქნება აღდგენის მთავარი წყარო მომდევნო წლებში, – აცხადებს შმიგალი.
შეგახსენებთ, უკრაინისთვის დახმარების გამოყოფას ევროკავშირში უნგრეთი ბლოკავს, შეერთებულ შტატებში კი – „რესპუბლიკელები“.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება