Bloomberg – მ, „დიდმა შვიდეულმა“ და გლობალური სამხრეთის ქვეყნების მცირე ჯგუფმა დეკემბერში უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით საიდუმლო შეხვედრა გამართეს

უკრაინამ, “დიდმა შვიდეულმა” და გლობალური სამხრეთის ქვეყნების მცირე ჯგუფმა, უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით, საიდუმლო შეხვედრა გამართეს. Bloomberg-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველთა შეხვედრა, საუდის არაბეთში, 16 დეკემბერს გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეები მედიასთან, ანონიმურად, ამბობენ, რომ მცირე ფორმატმა საშუალება მისცა, უფრო თავისუფალი და ღია დისკუსია გაემართათ ე.წ. “მშვიდობის ფორმულაზე” და ამ პროცესის წინ წაწევის გეგმებზე.
Bloomberg-ის ცნობით, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი პროგრესი არ იყო მიღწეული. მედიის ინფორმაციით, და “დიდი შვიდეულის” წევრები ეწინააღმდეგებიან “გლობალური სამხრეთის” წარმომადგენელი ქვეყნების მოწოდებებს რუსეთთან პირდაპირ ურთიერთობაზე. აქვე აღნიშნულია, რომ კიევმა და მისმა მოკავშირეებმა “დიდი შვიდეულიდან” კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სამართლიანმა მშვიდობამ პატივი უნდა სცეს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და განაცხადეს, რომ ს პრეზიდენტის მიზნები არ შეცვლილა, ვლადიმერ პუტინს არ გამოუვლენია არსებითი მოლაპარაკებების წარმოების სურვილი და არ იცავს მანამდე მიღწეულ შეთანხმებებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას

ძალიან სამარცხვინოა სპეკულაციები, რომლებსაც ვისმენთ Eagle Hills-ის თემაზე,„ლელო“ დაეშვა „ალტ ინფოს“ დონემდე, „ალტ ინფო“ – „ლელოს“ დონემდე, ორივე არის ფსკერზე, ქვეყანაში იქნება უზრუნველყოფილი ეკონომიკის განვითარება, ყველა პროექტი განხორციელდება ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვით

პრემიერი ხაზარაძე-ჯაფარიძეზე – ეს ადამიანები არიან უმძიმეს მდგომარეობაში, ყველგან ცდილობენ ქვეყნის ინტერესების დაზიანებას და რაც ძალიან კარგია – არ გამოსდით ეს ყველაფერი, ამის იქით ვერ მიდიან, ეს არის ორი ჩვეულებრივი სპეკულანტი, უცხოელი აგენტები, რომელთაც რასაც ავალებენ, იმას აკეთებენ

Eagle Hills-ის პროექტი უპრეცედენტო წვლილს შეიტანს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ სტიმულირებაში, ეს არ არის ნამახვანის დრო, როდესაც კონკრეტულმა სპეკულიანტებმა მოახერხეს საქართველოსთვის ზიანის მიყენება, დღეს სახელმწიფო სულ სხვა სიმაღლეზეა, ყველგან იქნება დაცული ჩვენი ეროვნული ინტერესები – ეს შეეხება ჰესებს, მშენებლობის სექტორს თუ ნებისმიერი სხვა პროექტის განხორციელებას