Bloomberg: ტრამპი-პუტინის სამიტისთვის მზადება საიდუმლო სამსახურისთვის სპრინტად იქცა

დღეს, 15 აგვისტოს ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში, ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების და ს პრეზიდენტების, ს და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა.
სამიტისთვის მზადება საიდუმლო სამსახურისთვის „ნამდვილ სპრინტად“ გადაიქცა. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს. -ის საიდუმლო სამსახურის ძირითადი ამოცანა პრეზიდენტის და ვიცე-პრეზიდენტის დაცვაა.
Bloomberg-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს სირთულეებზე, რომელთა წინაშე საიდუმლო სამსახური აღმოჩნდა სამიტისთვის მომზადების მოკლე, ერთკვირიანი ვადის, ანკორიჯის გეოგრაფიული მდებარეობისა და სხვა მიზეზების გამო.
-ის პრეზიდენტის კორტეჟის ავტომობილები და სხვა საშუალებები ანკორიჯში სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩაიტანეს. ანკორიჯში თავისი კარგად შეიარაღებული დაცვით ჩადის ს პრეზიდენტიც. ორივე მხარე თანაბრად უზრუნველყოფილი უნდა იყოს.
ქალაქში ავტომობილების პარკირებისთვის განკუთვნილი ადგილები პრეზიდენტების კორტეჟებისთვის გაათავისუფლეს.
ანკორიჯში, სადაც 291 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ტურისტული სეზონის გამო სასტუმროები ისედაც გადატვირთული იყო, ამიტომ ტრამპი-პუტინის სამიტის გამო ქალაქში ჩასული პირების, მათ შორის ჟურნალისტების განთავსება პრობლემად იქცა. ანკორიჯის ბევრმა მცხოვრებმა ოთახების გაქირავება დაიწყო.
რუსი ჟურნალისტები დასახლდნენ ანკორიჯის სტადიონზე, სადაც დროებითი განთავსების სპეციალური პუნქტია გახსნილი. ამის შესახებ წერს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“, რომლის კორესპონდენტიც ამ ჟურნალისტებს შორისაა.
ანკორიჯისკენ მიმავალი პუტინი გზად გაჩერდა რუსეთის ქალაქ მაგადანში, სადაც კრემლის ინფორმაციით, რამდენიმე ობიექტს დაათვალიერებს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თათბირს გამართავს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ