Bloomberg: რუსეთი ტრამპის ულტიმატუმის ფარგლებში განიხილავს ჰაერში, მაგრამ არა ხმელეთზე დაზავების სცენარს

კრემლი აწონ-დაწონის, რა დათმობებზე შეიძლება წავიდეს -ის პრეზიდენტ ს მიმართ. განიხილება ვარიანტები, რომლების ფარგლებშიც შესაძლებელი იქნებოდა სთან დაზავება ჰაერში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მეორადი სანქციები. მიუხედავად ამისა, კვლავაც მზად არის, გააგრძელოს ომი, იტყობინება სააგენტო Bloomberg-ი.
ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ აშშ-ის სპეციალური წარგზავნილის, სტივენ უიტკოფის რუსეთში ვიზიტი, რაც მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი, უკანასკნელი შესაძლებლობაა ტრამპთან შეთანხმების მისაღწევად. თუმცა წარმატების მოლოდინი დიდი არ არის, უთხრეს სააგენტოს ინფორმირებულმა წყაროებმა.
მოლაპარაკებებზე ერთ-ერთი შესაძლო წინადადება შეიძლება იყოს ავიადარტყმების შეჩერება იმ პირობით, თუ უკრაინაც დასთანხმდება ამას, უთხრა Bloomberg-ს ერთ-ერთმა წყარომ.
როგორც სააგენტო წერს, ფრონტზე ცეცხლის საერთო შეწყვეტას პუტინი არ დასთანხმდება, ვინაიდან რუსეთის ჯარები განაგრძობენ ბრძოლის ველზე წინსვლას, რუსეთის სამხედრო მიზნები კი კვლავაც უცვლელი რჩება.
ფორუმი