Bloomberg – ომის დასრულების შესახებ დონალდ ტრამპის გეგმას, სავარაუდოდ, მომავალ კვირას წარადგენენ

აშშ-ის მოკავშირეები ელიან, რომ ს ადმინისტრაცია უკრაინის წინააღმდეგ ს ომის დასრულების შესახებ გეგმას მომავალ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოაქვეყნებს, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ცნობით, ომის დასრულების გეგმას, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სა და რუსეთში, კიტ კელოგი წარადგენს.
Bloomberg-ი წერს, რომ გეგმის მოსალოდნელ ელემენტებს შორისაა კონფლიქტის პოტენციური გაყინვა და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გაურკვევლობაში დატოვება, ამავდროულად, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება, რათა მოსკოვმა ხელახლა შეტევა ვერ შეძლოს.
შეგახსესნებთ, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია 14-16 თებერვალს გაიმართება.