Bloomberg – მოლდოვის მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბიზნესმენ ალექსანდრუ მუნტეანუს წარადგენს

მოლდოვის მმართველი პარტია პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბიზნესმენ ალექსანდრუ მუნტეანუს წარადგენს, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 61 წლის ფინანსისტი და ეკონომისტი ალექსანდრუ მუნტეანუ უკრაინაში მოქმედი საინვესტიციო კომპანია 4i Capital Partners-ის დამფუძნებელია.
წარსულში მუნტეანუს პოლიტიკაში არასდროს უმუშავია და ეს მისთვის პირველი პოლიტიკური თანამდებობა იქნება.
მოლდოვის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა გუშინ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის.
ცნობისთვის, გასულ თვეში ჩატარებულ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს მმართველმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ხმათა 50.20% დააგროვა და ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯაბა ზარქუა: შაქარზე რომ თქვა იმ ბიზნესმენმა თემქაზე უფრო იყიდება, ვაკეში ყურადღებას არ აქცევენო, ეგ სალაზღანდარაოდ კი ავიგდეთ მაგრამ სინამდვილეში სოციალური უთანასწორობის სიმპტომია

ლაშა ტუღუში „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიშის შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებებზე – არასერიოზულია ის რეაქცია, რომელსაც დღეს ვისმენთ – სასაცილოა ამათი პოზიციონირება