Bloomberg-მა მსოფლიო ლიდერებს შორის ტრამპის „ფავორიტები“ დაასახელა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი უკვე აყალიბებს დღის წესრიგს უკრაინის, ახლო აღმოსავლეთისა და ვაჭრობის შესახებ და ასევე „ფავორიტ“ ლიდერებთან აწყობს სატელეფონო საუბრებს და შეხვედრებს, რომლებთანაც მსგავსი მსოფლმხედველობა აქვს, წერს Bloomberg.
ლიდერებს შორის, რომლებიც თბილად მიესალმნენ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებას, „ბლუმბერგი“ გამოყოფს არგენტინის პრეზიდენტ ხავიერ მაილის. მას ამ კვირაში დაგეგმილი აქვს კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კომიტეტის (CPAC) დონორთა ღონისძიებაზე გამოსვლა, რაც მას G20-ის პირველ ლიდერად აქცევს.
Bloomberg-ის დიპლომატიურმა წყარომ, რომელიც მუშაობდა ტრამპის პირველი ვადის დროს, აღნიშნა, რომ რესპუბლიკელის ყურადღების მიქცევის საუკეთესო გზაა მასთან უშუალო დაკავშირება და არა ტრადიციული დიპლომატიური არხებით შეხვედრა. ასე რომ, მას „სატელეფონო ხაზზე ჰყავდა“ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი, ხოლო ამჟამინდელი პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი ახლა „ცდილობს გზების ძიებას, თუ როგორ ესაუბროს ტრამპს“.
საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ასევე დაიმსახურა ტრამპის აღიარება 2017 წელს ბასტილიის დღესთან დაკავშირებით სამახსოვრო წვეულების მასპინძლობით. თუმცა, მისი გერმანელი კოლეგა „დაბინძურებულია“ ანგელა მერკელთან მისი ასოციაციის გამო და ასევე მან ადრე აღნიშნა, რომ ის ემხრობოდა ს გამარჯვებას.
იტალიის პრემიერ მინისტრი ჯორჯია მელონი გულდასმით ამყარებს ურთიერთობას ელონ მასკთან, რომელმაც უკვე მიიღო თანამდებობა ახალ ადმინისტრაციაში. ინდონეზიის და იაპონიის ლიდერები პრაბოვო სუბიანტო და შიგერუ იშიბა იკვლევენ ტრამპთან პირადი შეხვედრის ვარიანტებს, ხოლო სამხრეთ კორეის ლიდერმა იუნ სეოკ იოლმა ახლახან აქტიურად დაიწყო გოლფის თამაში (რედ: ტრამპი ცნობილია ამ სპორტის სიყვარულით).
ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რომელთანაც ტრამპს ჯერ არ უსაუბრია, არის სი ძინპინი. ასევე ტრამპი შესაძლოა შეხვდეს შეერთებული შტატების მთავარ მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთში, ს გვირგვინოსანს მუჰამედ ბინ სალმანს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მრავალი ლიდერი ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ყურის არაბულ ქვეყნებში, იზიარებს ტრამპის მიდრეკილებას უფრო პიროვნული და პირდაპირი ურთიერთობისკენ.