Bloomberg – კამალა ჰარისი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს

ვიცე-პრეზიდენტი და -ის პრეზიდენტობის კანდიდატი მომავალ კვირას ვაშინგტონში უკრაინის ლიდერს, ს შეხვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს უკრაინელი ლიდერი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის გაწევრიანებას ნატო-სა და ევროკავშირში.
გარდა ამისა, ზელენსკი აპირებს დადოს შეთანხმებები ეკონომიკისა და უსაფრთხოების სფეროებში, ასევე განიხილოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდება, უკრაინული მხარის მიერ მომზადებული უკრაინის გამარჯვების გეგმის ფარგლებში.
ცნობილია, რომ უკრაინის პრეზიდენტს სურს, თავისი გეგმა ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს წარუდგინოს, როდესაც ისინი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდებიან ერთმანეთს. ის ასევე აპირებს, გეგმა პრეზიდენტობის კანდიდატებს, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპსაც გაუზიაროს.