Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში გარიგებები ჯერ არ დადებულა – ბოლო მონაცემებით, პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.7600 ლარად ივაჭრებოდა

დღეს, Bloomberg-ის ბანკთაშორისი სავალუტო ბაზრის სისტემაში გარიგებები არ დადებულა. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ბაზარი დახურული არაა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დღეს საქართველოში ოფიციალური დასვენების დღეა, ბაზარზე პასიურობა შეიმჩნევა.
16 მაისის სავაჭრო სესიის დახურვისას Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.7600 ლარად ივაჭრებოდა.
ეროვნული ბანკის მიერ 16 მაისის დადგენილი კურსით, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7596 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0002 ლარია.