Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის ტოპ-10-ში ცვლილებებია

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის ზედა ათეულში სერიოზული ცვლილებებია, რაც, პირველ რიგში, ბილ გეიტსის ათეულს მიღმა დარჩენას ეხება, რაც აქამდე არასდროს მომხდარა.
Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსი 2012 წლის მარტში შეიქმნა, რის შემდეგაც პირველადაა, როცა Microsoft-ის დამფუძნებელი საუკეთესო ათეულში არ ფიგურირებს.
გეიტსის ქონების დაახლოებით 30%-იანი ვარდნა განაპირობა აქციების მასობრივად გაყიდვამ და თანხის საქველმოქმედო მიზნებისთვის მობილიზებამ. საერთოდაც, გეიტსმა გამოაცხადა, რომ უახლოესი 20 წლის განმავლობაში თავისი ქონების 99%-ს სწორედ ამ მიზნებისკენ მომართავს.
Bloomberg-ის ამჟამინდელი მონაცემებით, გეიტსის კაპიტალი 124 მლრდ დოლარად ფასდება, რაც ინდექსის მე-10 ადგილოსან იენსენ უანის კაპიტალზე 19 მლრდ აშშ დოლარით ნაკლებია.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი რეგრესი აქვს უორენ ბაფეტს, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ტოპ-5-ში სტაბილურად ტრიალებდა, ახლა კი, 144 მლრდ აშშ დოლარის კაპიტალით, ინდექსის მე-9 ადგილზეა.
2025 წლის 11 ივლისის მონაცემებით, Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის ტოპ-10 ასე გამოიყურება:
· ილონ მასკი – 357 მლრდ აშშ დოლარი
· მარკ ცუკერბერგი – 256 მლრდ აშშ დოლარი
· ლარი ელისონი – 251 მლრდ აშშ დოლარი
· ჯეფ ბეზოსი – 243 მლრდ აშშ დოლარი
· სტივ ბალმერი – 173 მლრდ აშშ დოლარი
· ბერნარ არნო – 165 მლრდ აშშ დოლარი
· ლარი პეიჯი – 161 მლრდ აშშ დოლარი
· სერგეი ბრინი – 151 მლრდ აშშ დოლარი
· უორენ ბაფეტი – 144 მლრდ აშშ დოლარი
· იენსენ უანი – 143 მლრდ აშშ დოლარი
bpn.ge