bloomberg-ის მილიარდერების სიაში ცვლილებაა – ილონ მასკი ბერნარ არნომ ჩაანაცვლა

5 მარტის მონაცემებით, bloomberg-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების ჩამონათვალში ჯეფ ბეზოსი ლიდერობდა, მეორე პოზიციას კი ილონ მასკი იკავებდა.
უახლესი მონაცემებით, მეორე ადგილი LVMH-ის დამფუძნებელმა, ფრანგმა ბიზნესმენმა, ბერნარ არნომ დაიკავა, ხოლო ილონ მასკმა მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. (ერთ დღეში მისი ქონება დაახლოებით 6 მილიარდით შემცირდა).
მეოთხე და მეხუთე პოზიციებს კი meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი იკავებენ.
ყველაზე მდიდარი ადამიანების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
ჯეფ ბეზოსი (Amazon-ის დამფუძნებელი) – $197 მილიარდი
ბერნარ არნო (LVMH-ის დამფუძნებელი) – $195 მილიარდი
ილონ მასკი (SpaceX-ის დამფუძნებელი)- $192 მილიარდი
მარკ ცუკერბერგი (meta-ს დამფუძნებელი)- $176 მილიარდი
ბილ გეიტსი (Microsoft-ის დამფუძნებელი)- $149 მილიარდი

ასევე დაგაინტერესებთ