Bloomberg-ის ინდექსის მიხედვით, ივანიშვილის ქონება ბოლო 1 წელში $25 მილიონით გაიზარდა

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ბოლო ერთ წელში საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ოლიგარქი ს ქონება 25 მილიონი დოლარით გაიზარდა.
ამავე ინდექსზე დაყრდნობით, 2024 წლის 25 იანვრისთვის ბიძინა ივანიშვილის ქონება 6.62 მილიარდი დოლარია.
Bloomberg-ის ინდექსში რანკირებულია მსოფლიოს 500 უმდიდრესი ადამიანი. ჩამონათვალში ივანიშვილი 382-ე ადგილზეა.
ინდექსში ასევე ნათქვამია, რომ ქონების უდიდესი ნაწილი – $5.58 მილიარდი ივანიშვილს ფულადი სახით აქვს, დანარჩენი კი მის უძრავ ქონებასა და ხელოვნების კოლექციას მოიცავს. Bloomberg-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის უძრავი ქონება $45 მილიონს შეადგენს, ხოლო ხელოვნების კოლექცია $1 მილიარდს. როგორც აღნიშნულია, ინფორმაცია, ხელოვნების კოლექციის ღირებულებასთან დაკავშირებით, ეკუთვნის ივანიშვილთან დაკავშირებულ პირს, რომელსაც ანონიმურად დარჩენა სურს, რადგან კოლექცია პირადული, არასაჯარო სახისაა.