თურქეთის პარლამენტი კენჭს უყრის შვედეთის ნატოში გაწევრიანებას ამ კვირის ბოლოს, – ამის შესახებ RBC-Ukraine Bloomberg-ზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ შვედეთის ნატოში გაწევრიანება გააძლიერებს ორგანიზაციის ჩრდილოეთ ნაწილს და გაზრდის აღმოსავლეთ ფლანგის დაცვის უნარს მას შემდეგ, რაც ფინეთი ორგანიზაციაში მიმდინარე წლის აპრილში შევიდა.
გასულ თვეში, თურქეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ნატოში გაწევრიანების შესახებ შვედეთის განაცხადს მხარი დაუჭირა.