Bloomberg – თეთრმა სახლმა რუსეთის გაყინული აქტივების კონფისკაციას მწვანე შუქი აუნთო

აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა კანონმდებლობას, რომელიც დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას ითვალისწინებს, – ამის შესახებ Bloomberg-ი -ის ეროვნული უშიშროების საბჭოს დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.
„კანონპროექტი აღმასრულებელ ხელისუფლებას მიანიჭებს უფლებამოსილებას, რომელიც აუცილებელია ს სუვერენული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ ჩამორთმევისთვის”, – ნათქვამია ეროვნული უშიშროების საბჭოს მემორანდუმში, რომელსაც ჟურნალისტები ეყრდნობიან.
Bloomberg-ი წერს, რომ მსგავსი ნაბიჯი ამერიკელ პოლიტიკოსებში შეშფოთებას იწვევს. რადგან, გაყინული აქტივების კონფისკაციამ, შეიძლება, აშშ-ის ფინანსური სისტემის რეპუტაცია შელახოს. ამის თავიდან ასაცილებლად, თეთრ სახლს სურს, ეს საკითხი „დიდ შვიდეულის“ წევრ ევროპელ მოკავშირეებთან შეათანხმოს.
Bloomberg-ი წერს, რომ გაყინული რუსული აქტივების თანხები შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინის რეკონსტრუქციისთვის. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა გამოცემას განუცხადა, რომ ამგვარი კანონი არის ერთ-ერთი შესაძლო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ რუსეთს, მიყენებული ზიანი აანაზღაურებინონ.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ომის შემდეგ უკრაინის აღდგენას შეიძლება მინიმუმ 411 მილიარდი დოლარი დასჭირდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო – მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი, ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით

ბრალდება წარედგინა პირს, რომელმაც ტექნიკურად გაუმართავ სატრანსპორტო საშუალებაზე ტექნიკური ინსპექტირების დადებითად გავლის დოკუმენტი 100 ლარის სანაცვლოდ გასცა, ხოლო კიდევ ერთ პირს ბრალი მოსყიდვაში დახმარებისთვის წაუყენეს