Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8250 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 2.8333 კურსით დაიწყო.
ეროვნული ბანკის მიერ 4 დეკემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8468 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9894 ლარია.
განსხვავებულია ვალუტის კურსი კომერციულ ბანკებში:
საქართველოს ბანკში ერთი დოლარის ყიდვა 2.8800 ლარად არის შესაძლებელი, ერთი დოლარის გაყიდვა კი 2.7600 ლარად.
თიბისი ბანკში 1 დოლარის ყიდვა 2.8870 ლარად შეიძლება, გაყიდვა კი 2.7630 ლარად.
