Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.8650 ლარად ივაჭრება – რა ღირს ეროვნული ვალუტა სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებში?

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.8650 ლარად ივაჭრება.
ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით კი 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8664 ლარს შეადგენს.
განსხვავებულია ვალუტის კურსი კომერციულ ბანკებში. „ ბანკში“ – 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9200 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა – 2.8100 ლარად. ევროს ღირებულება 3.1690 ლარია, ხოლო მის გაყიდვა 3.0250 ლარი. „საქართველოს ბანკში“ – 1 აშშ დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.9150 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.8150 ლარად შეეძლებათ. ევრო 3.1650 ლარი ღირს, მისი გაყიდვა – 3.0290 ლარადაა შესაძლებელი.
რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებში დოლარი და ევროს კურსს, ჯიხურებში 1 დოლარის შეძენა 2.8800-2.8700 ლარის ფარგლებში, ხოლო 1 დოლარის გაყიდვა 2.7940- 2.8690 ლარად არის შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ