Bloomberg: ზელენსკი ტრამპს ესაუბრა -ში უკრაინის ელჩის შეცვლაზე

უკრაინის პრეზიდენტმა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განიხილა ვაშინგტონში უკრაინის ელჩის შეცვლის საკითხი. ამის შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დღეს, 7 ივლისს წერს გამოცემა Bloomberg-ი.
ზელენსკის და ტრამპის სატელეფონო საუბარი 4 ივლისს შედგა.
2021 წლის თებერვლიდან აშშ-ში უკრაინის ელჩია ოქსანა მარკაროვა.
Bloomberg-ის წყაროთა თანახმად, ელჩის თანამდებობაზე პოტენციურ კანდიდატებს შორის არიან უკრაინის მოქმედი პრემიერ-მინისტრი დენის შმიჰალი, იუსტიციის მინისტრი ოლგა სტეფანიშინა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშჩენკო.
როგორც Bloomberg-ი წერს ვაშინგტონში ელჩის შეცვლის საკითხს განიხილავს რთულ მომენტში, როცა შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის ზოგიერთი სახეობის იარაღის მიწოდება შეაჩერა და ეს პენტაგონის მარაგების შემცირებით გამოწვეულ საფრთხეს და სიტუაციის შეფასების აუცილებლობას დაუკავშირა.
2025 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ში აშშ-ის ელჩის თანამდებობას ტოვებს ბრიჯიტ ბრინკი. მაისში მან გადადგომის მიზეზად დაასახელა უკრაინის მიმართ პრეზიდენტ ს ადმინისტრაციის პოლიტიკა.
ბრინკმა განაცხადა, რომ პატივს სცემს აშშ-ის პრეზიდენტის უფლებას და პასუხისმგებლობას, განსაზღვროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, მაგრამ ვეღარ შეძლო ამ პოლიტიკის კეთილსინდისიერად გატარება, რადგან ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის დაწყებისთანავე ეს პოლიტიკა იყო ზეწოლა არა აგრესორ რუსეთზე, არამედ მსხვერპლ ზე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს