ევროკავშირი უკრაინის მხარდასაჭერად 100 მილიარდი ევროს ფონდის შექმნას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს დაფინანსება შესაძლოა ევროკომისიის შვიდწლიანი ბიუჯეტის წინადადების ნაწილი გახდეს, რომელიც ივლისის ბოლომდე უნდა წარადგინონ. წყაროების ინფორმაციით, თუ წევრი ქვეყნები თანახმა იქნებიან, დაფინანსების გაცემა 2028 წელს დაიწყება.
წყაროები ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის ფინანსური დახმარება გრანტებისა და დაბალპროცენტიანი სესხების სახით გაიცემა, ევროინტეგრაციის რეფორმების განხორციელების პირობით.
