Bloomberg – ბრიტანეთმა უკრაინას Storm Shadows ათობით რაკეტა ფარულად მიაწოდა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ უკრაინას კიდევ ათობით Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტა გაუგზავნა, – ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიწოდება, რომელიც საჯაროდ არ გამოცხადებულა, რამდენიმე კვირის წინ განხორციელდა. Bloomberg-ის წყაროებმა რაკეტების უკრაინაში ჩასვლის ზუსტი დრო და მათი რაოდენობა არ დააკონკრეტეს, თუმცა განაცხადეს, რომ რაკეტები იქამდე გაიგზავნა, სანამ შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმის ნებართვის გაცემის გადაწყვეტილება მიიღეს.
Bloomberg-ი წერს, რომ ეს იყო უკრაინისთვის Storm Shadow-ს რაკეტების პირველი მიწოდება მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გახდა, რომელიც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ომში შემდგომ მხარდაჭერას დაჰპირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?