Bloomberg: მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ნახევარ ტრილიონზე მეტი დოლარი დაკარგა

მსოფლიოს 500-მა უმდიდრესმა ადამიანმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ნახევარ ტრილიონზე მეტი დოლარი დაკარგა – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
🔴 გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს ტარიფები დაუწესა, ყველაზე მდიდარმა ადამიანებმა 536 მილიარდი დოლარი დაკარგეს. Bloomberg წერს, რომ პრეზიდენტის ახალმა პოლიტიკამ საფონდო ბირჟებზე პანიკა გამოიწვია, რასაც აქციების ფასების მკვეთრი დაცემა მოჰყვა.
📉 10,5%-ით დაეცა აშშ-ის წამყვანი საფონდო ინდექსი S&P 500, რომელიც 500 ყველაზე წარმატებულ ამერიკულ კომპანიას აერთიანებს. ასევე, 11,4%-ით გაუფასურდა Nasdaq-ის საფონდო ინდექსიც, რომელიც ჯამში რამდენიმე ათას ტექნოლოგიურ კომპანიას აერთიანებს.