Bloombeg: ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდ.კორეის ლიდერები აღლუმამდე წუთებით ადრე სიცოცხლის გახანგრძლივებაზე საუბრობდნენ

ჩინეთის, სა და ჩრდ.კორეის ლიდერები აღლუმამდე წუთებით ადრე სიცოცხლის გახანგრძლივებაზე საუბრობდნენ – ამ შინაარსის ჩანაწერს გამოცემა Bloombeg აქვეყნებს. შემთხვევით ჩართულმა მიკროფონმა ჩაიწერა სამი ქვეყნის ლიდერის საუბარი, სადაც ისინი 150 წლამდე სიცოცხლის გაგრძელების შესაძლებლობას განიხილავდნენ.
🔻 Bloomberg-ის ცნობით, საუბრის აუდიოჩანაწერი ერთ წუთზე ნაკლებ ხანს გრძელდება და მხოლოდ ფრაგმენტები ისმის. კერძოდ, სი ძინპინმა ჩინურად თქვა „ამ დღეებში“ და „70 წელი“. შემდეგ ისმის, როგორ თარგმნის თარჯიმანი სი ძინპინის სიტყვებს რუსულად პუტინისთვის: „ადრე ადამიანები იშვიათად ცოცხლობდნენ 70 წლამდე, მაგრამ ახლა 70 წლის ასაკშიც კი შეგიძლია იყო ბავშვივით“.
🔻 ამის შემდეგ, სი ძინპინის თარჯიმანმა რუსეთის ლიდერის სიტყვები ჩინურად გადასცა: „ბიოტექნოლოგიის განვითარებით, ადამიანის ორგანოების გადანერგვა მუდმივად იქნება შესაძლებელი და ადამიანები შეძლებენ უფრო და უფრო ახალგაზრდულად დარჩენას და უკვდავების მიღწევასაც კი“. ეს შენიშვნა კორეულ ენაზეც ითარგმნა. „პროგნოზების თანახმად, ამ საუკუნეში 150 წლამდე სიცოცხლის შანსი არსებობს“, – უპასუხა სი ძინპინმა ჩინურად.
🔻 მოგვიანებით, პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა პუტინს აღნიშნულ საუბართან დაკავშირებით ჰკითხა:
💬 „დიახ, როდესაც აღლუმზე წავედით, თავმჯდომარე სი ძინპინმა ამაზე ისაუბრა. ბატონმა ბერლუსკონიმ თავის დროზე აქტიურად განავითარა ეს თემა. დიახ, მკურნალობის თანამედროვე საშუალებები, ორგანოების ჩანაცვლებასთან დაკავშირებული ყველანაირი ქირურგიული ჩარევაც კი, კაცობრიობას საშუალებას აძლევს, იმედი ჰქონდეს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ჩემი აზრით, გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის პლანეტაზე 65 წელს გადაცილებული მეტი ადამიანი იქნება, ვიდრე ხუთი-ექვსი წლის ბავშვი. ამას სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება. და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ამაზეც, როდესაც სიცოცხლის ხანგრძლივობაზე ვსაუბრობთ“ | თქვა პუტინმა

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ბეჟაშვილი – 13 წლის განმავლობაში ყველაფერი სცადეს, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ გადარჩა – ეს აწუხებს „ოცნებას“, ამიტომ პუტინის მიმართ პირობას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ გააუქმებენ, უკვე ერთპარტიულ პარლამენტში ახორციელებენ

გიორგი შარაშიძე – ჩვენ არაფერი საერთო არ გვექნება იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მომხდარზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან მათ, ვინც გააუბედურეს და ზოგადად, მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ