BlackRock-მა უკრაინის აღდგენის ფონდისთვის ინვესტორების ძიება შეაჩერა – Bloomberg

ამერიკის უმსხვილესმა საინვესტიციო კომპანია BlackRock-მა უკრაინის აღდგენის ფონდისთვის ინვესტორების ძიება შეაჩერა ამერიკის შეერთებულ შტატებში ს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, – ამის შესახებ იუწყება უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, BlackRock-ი გეგმავდა ფონდის შექმნის შესახებ განცხადების გაკეთებას იტალიაში, უკრაინის აღდგენის კონფერენციის ფარგლებში, რომელიც 10-11 ივლისს გაიმართება. აღნიშნულ კონფერენციას იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და უკრაინის პრეზიდენტი დაესწრებიან.
Bloomberg-ის წყაროების ცნობით, იანვარში BlackRock-მა გადაწყვიტა შეეჩერებინა მოლაპარაკებები ინსტიტუციურ ინვესტორებთან უკრაინის მომავლის ირგვლივ მზარდი გაურკვევლობის ფონზე ინტერესის არარსებობის გამო.
საფრანგეთი მუშაობს ფონდის შეთავაზებაზე, რომელიც BlackRock-ის გაუქმებულ ინიციატივას ჩაანაცვლებს, მაგრამ გაურკვეველია, რამდენად ეფექტური იქნება ახალი გეგმა -ის მხარდაჭერის გარეშე.