BlackRock-ის CEO-ს ლარი ფინკის აზრით, ბიტკოინის ფასი შესაძლოა $700,000-მდე გაიზარდოს, თუ გლობალური საინვესტიციო ფონდები საკუთარ პორტფელებში 2–5%-ს დააბანდებენ.
„ამ კვირაში შევხვდი თითქმის ყველა მსხვილი, სუვერენული ფონდის წარმომადგენელს და განვიხილეთ, ღირს თუ არა 2%-ის დაბანდება ბიტკოინში? ან 5%-ის? თუ ამაზე ყველა თანახმა იქნება, მაშინ ბიტკოინის ფასი შეიძლება $500,000, $600,000, $700,000-მდე გაიზარდოს“, – თქვა ფინკმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.
ფინკმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლებში კრიპტოვალუტების ბაზრების შესწავლის შემდეგ, ფინანსისტები შეთანხმდნენ, რომ ბიტკოინი არის „შიშის ვალუტა“, რომელიც ჰეჯირებისთვის (ინგლისურად Hedging არის დაზღვევა მოსალოდნელი დანაკარგებისგან, ზარალისგან) გამოიყენება. ამიტომაც, ბიტკოინში სწორედ იმ პირებმა უნდა ჩადონ ინვესტიცია, ვისაც ეროვნულ ვალუტაში დაბანდებული თანხების შემცირება უნდათ.