Bitcoin მსოფლიოში სიდიდით მეხუთე აქტივი გახდა, მას შემდეგ რაც Amazon-ს გადაუსწრო

ბიტკოინის კაპიტალიზაციამ, ისტორიული მაქსიმუმის განახლების ფონზე, 2.4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და ამ მაჩვენებლით ამერიკულ კორპორაცია Amazon-ს გაუსწრო.
ამრიგად, ბიტკოინი მსოფლიოში სიდიდით მეხუთე აქტივი გახდა, რასაც მოწმობს Companiesmarketcap პორტალის მონაცემები, რომელიც ითვლის საჯარო კომპანიების, ძვირფასი ლითონების, კრიპტოვალუტისა და ურთიერთდახმარების ფონდების კაპიტალიზაციას.
14 ივლისის მდგომარეობით, ბიტკოინის კაპიტალიზაციამ შეადგინა 2.43 ტრილიონი დოლარი, ხოლო Amazon-ის – 2.388 ტრილიონი დოლარი. კრიპტოვალუტაზე მაღალია მხოლოდ Apple (3.153 ტრილიონი დოლარი), Microsoft (3.742 ტრილიონი დოლარი), Nvidia (4.022 ტრილიონი დოლარი) და ოქრო (22.634 ტრილიონი დოლარი). ამავდროულად, ზრდას აჩვენებს სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის – Ethereum-ის – კაპიტალიზაციაც, რომელმაც 365.98 მილიარდ დოლარს მიაღწია.