Bitcoin-ი 8%-ით გაუფასურდა და მისი ფასი $100 000-ს ჩამოსცდა

ბიტკოინის ფასი 100 000 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა და ამ დროისთვის ის 8%-ით გაუფასურებულია.
კრიპტო ვალუტის ფასმა მიმდინარე წელს პიკს -ს ახალი პრეზიდენტის ს ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე მიაღწია, როდესაც ბიტკოინის ფასი 109 000 დოლარამდე გაიზარდა.
კრიპტო ანალიტიკოსების მოსაზრებით, ბიტკოინის ასეთი ზრდა მოსალოდნელი აღარ არის. მათი აზრით, ბოლო პერიოდში ბიტკოინის ფასის მკვეთრი ზრდა აშშ-ის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პროცესებმა განაპირობა. ბიტკოინის ფასის ზრდის მთავარი მიზეზი ტრამპის პრო-ბიტკოინ პოლიტიკოსად პოზიციონირება და მის მიერ, ბიტკოინის სტრატეგიული რეზერვის შექმნის აუცილებლობაზე საუბარი გახდა.
გარდა ამისა, კრიპტოანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის ზრდის მიზეზად ოქროს ფასის მატებასა და აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთის შემცირებასაც ასახელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

„რეგიონებში ფერმერებთან და მეწარმეებთან სამუშაო ფორმატში გამართული ყველა შეხვედრა არის უმნიშვნელოვანესი იმ საჭიროებების გასაგებად, რაც არსებობს და რაზეც ჩვენი მხრიდან აუცილებელია დროული რეაგირება“ – დავით სონღულაშვილი