კრიპტოვალუტის სამყარო მუდმივად ვითარდება, მაგრამ საქართველოში ეს სფერო ახალ დონეზე გადადის. Bitanica წარმოგიდგენთ ახალ მარკეტინგულ კამპანიას, რომელიც აჩვენებს, რომ არსებობს უკეთესი გზა ფინანსების მართვისა და კრიპტო ვაჭრობისთვის.
ამ კამპანიის მიზანია მომხმარებლებისთვის Bitanica-ს შესაძლებლობების გაცნობა და იმის ჩვენება, როგორ ხდის პლატფორმა ფინანსურ გადაწყვეტილებებს უფრო სწრაფს, მარტივსა და სანდოს.
სისწრაფე უკეთესი გზაა
Bitanica გთავაზობთ ფინანსური მოქნილობისა და სისწრაფის ახალ მოდელს. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, თავიანთი აქტივები მართონ სწრაფად, მარტივად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. გარდა ამისა, კომპანია საქართველოში უკვე თანამშრომლობს ოთხ მსხვილ ბანკთან, რაც ხელს უწყობს სერვისების განვითარებასა და ფინანსური ეკოსისტემის გაუმჯობესებას.