Binance-მა კრიპტო ბაზარზე აქტივობის მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირა – Mind

ბოლო 6 თვის განმავლობაში ტრანზაქციებზე მომხმარებელთა რიცხვი 26%-ით, ხოლო სისტემაში შესულთა რაოდენობა, რომლებიც არ ვაჭრობენ, მხოლოდ ბოლო თვეში 10%-ით გაიზარდა. Binance-ის კრიპტო აქტივების მოცულობამ 120 მილიარდს გადააჭარბა. ამის შესახებ Mind-ს ბირჟის პრესსამსახურმა განუცხადა.
აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებში Bitcoin spot ETF-ების გაშვებამ კაპიტალის მნიშვნელოვანი შემოდინება გამოიწვია კრიპტოვალუტებში.
ეს ზრდა შეინიშნება როგორც ინსტიტუციურ, ასევე საცალო დონეზე, აქტიური მომხმარებლების რაოდენობა Binance პლატფორმაზე 2022 წლის შუა რიცხვების მაჩვენებელს უბრუნდება.
Binance-ის შეთანხმებამ -ს მთავრობასთან 11 მილიონზე მეტი ახალი საცალო მომხმარებელი მიიზიდა.
Binance-ზე განთავსებული კრიპტო აქტივების მოცულობამ 120 მილიარდ დოლარს გადააჭარბა და Binance მობილური აპლიკაცია ყველაზე ჩამოტვირთული ფინტექ აპლიკაცია გახდა 6.3 მილიონზე მეტი ინსტალაციით 2024 წლის პირველ 3 თვეში.
როგორც Binance-ის რეგიონულმა ხელმძღვანელმა SEA-სა და ცენტრალურ აზიაში კირილ ხომიაკოვმა განაცხადა, „კრიპტოვალუტის ბაზარი იძენს ლეგიტიმაციას და მარეგულირებლები მეტ ყურადღებას აქცევენ ამ აქტივების კლასს, აუმჯობესებენ მის ხელმისაწვდომობას ინვესტორების ფართო სპექტრისთვის“.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”