ქართული ტექსტარტაპ Biliki App-ის შემქმნელებმა მსოფლიოში პირველი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მდგრადი მოგზაურობის პლატფორმა Biliki.AI ჩაუშვეს, რომელიც სატესტო რეჟიმშია. ახალი პროდუქტის წარდგენა საერთაშორისო ტურიზმის ფესტივალ „ტურისტერი 2023-ის” ფარგლებში მოხდა საზოგადოებისთვის.
მდგრადი მოგზაურობის გზამკვლევი პლატფორმა სრულიად უფასოა და მისი გამოყენება უკვე შესაძლებელია. დაგეგმილია რებრენდინგი და პროდუქტი საზოგადოების წინაშე მალე ახალი ბრენდინგით წარდგება.
მოგზაურს მოგზაურობის დაგეგმვა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეუძლია. მომხმარებელს შეჰყავს მიმართულება თუ სად სურს გამგზავრება, ბიუჯეტი, და ხანგრძლივობა. Biliki AI კი 30 წამში დააგენერირებს მომხმარებელზე მორგებულ ეკო-მეგობრულ მარშრუტს. აქამდე საშუალოდ მოგზაურს 30 საათი სჭირდებოდა დაეგეგმა მისთვის სასურველი ტური.
ჩვენი პლატფორმა გეტყვით თუ რამდენად ეკო-მეგობრულია თქვენი ტური და ნახშირბადის კალკულატორი, დაგითვლით, თუ რამდენი ტონა ნახშირბადი დაიზოგება ჩვეულებრივ ტურთან შედარებით. Biliki AI შეარჩევს ეკო-მეგობრულ და მდგრად სასტუმროებს. ასევე მოგცემთ მოსანახულებელი ადგილების და საკვები ობიექტების ადგილმდებაორებებს გუგლის რუკის გამოყენებით.
დღესდღეობით ათასობით პროდუქტი იქმნება chatgpt-ს ბაზაზე, თუმცა ჩვენ სხვა გზა ავირჩიეთ. გავხდით Google Cloud for Startup-ის პროგრამის წევრები. google cloud გარემოს გააჩნია ყველა ტექნოლოგია რაც გვჭირდება რათა ერთ სივრცეში შევქმნათ თქვენზე მორგებული პროდუქტი. Google AI-ს სწავლება არის ერთი სიამოვნება, რაც უპრეცედენტო შედეგებს იძლევა და აქვე ვსარგებლოდ შემთხვევით და მადლობას ვუხდით google-ს ამ შესაძლებლობისთვის. ამავდროულად ჩვენ ვართ booking.com აფილირებული პროგრამის წევრები რაც საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ კონკრეტულ ტურზე მორგებული ეკო-მეგობრული სასტუმროები.
სულ მალე პლატფორმას დაემატება მოგზაურობის ეკო-მეგობრული ასისტენტი leaf bot-ი, რომელიც დაგეგმვის პროცესს უფრო მოქნილს და სახალისოს გახდის, ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული აუდიო-გიდი, ავია-ბილეთების დაჯავშნის შესაძლებლობა. Biliki AI მოგცემთ საშუალებას თქვენი შერჩეული მარშრუტის მიხედვით შეარჩიოთ რეკომენდებული ღონისძიებები, ხოლო ახალი გამოცდილებების შერჩევაში Tripadvisor-თან ინტეგრაცია დაგვეხმარება.
ჩვენი ხედვაა, მოგზაურობა გავხადოთ ეკო-მეგობრული და დავიცვათ ჩვენი პლანეტა, მდგრადი და პერსონალიზირებული მოგზაურობით.