Bild – ვოლოდიმირ ზელენსკი 11 ოქტომბერს გერმანიაში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი, 11 ოქტომბერს გერმანიაში ჩავა და შეხვედრებს გამართავს კანცლერ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild მთავრობაში თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პარასკევს, 11 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავა და კანცლერ ოლაფ შოლცს გაუმხელს თავისი “გამარჯვების გეგმის” დეტალებს, რაც აქამდე -ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს წარუდგინა.
გარდა ამისა, იგეგმება კონფიდენციალური მოლაპარაკებები ზელენსკისა და გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შორის.
“თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ შოლცი და ზელენსკი შაბათს, 12 ოქტომბერს, გერმანიაში რამშტაინის ბაზაზე შეხვდებოდნენ. თუმცა, ვინაიდან, პრეზიდენტი ქარიშხალი “მილტონის” გამო აშშ-ში დარჩა, სამიტი უფრო გვიანი ვადისთვის გადაიდო”, – ნათქვამია გამოცემის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცხადი იყო, როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი? – რიგითმა მოქალაქემაც უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ეკლესიის შეურაცხყოფას, პატრიარქის გინებას, რევოლუციურ სცენარს