ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის მიზნით დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებები დროებით შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებებს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გააგრძელებს.
ცნობისთვის, მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს თეთრ სახლში შეხვედრების დასრულების შემდეგ დაურეკავდა.
