გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, გერმანიის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას 4000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს.
გერმანული გამოცემის BILD ექსკლუზიური ინფორმაციით, ბრძოლის ველზე უკვე გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის მქონე „რევოლუციური“ გერმანული დრონები. Helsing-ის ფირმის დრონები, რომლებსაც მინი-ტაურუსებს ეძახიან, რადიო ელექტრო ბრძოლის პირობებში მაღალი გამძლეობითა და შორ დისტანციაზე სამიზნეების განადგურების ეფექტურობით გამოირჩევა.
გამოცემის ინფორმაციით გადაწყვეტილება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მიიღო და დრონები უკრაინაში დეკემბრის შუა რიცხვებში გაიგზავნება.
დრონების განსაკუთრებული მახასიათებელია თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც ეხმარება მას ორიენტირებაში, ცუდ ამინდში სამიზნემდე მიფრენაში.
სამიზნის ამოცნობისა და ოპერატორისგან განადგურების ბრძანების მიღების შემდეგ, დრონი იერიშს ავტომატურად ასრულებს, მაშინაც კი, თუ ოპერატორთან კავშირს დაკარგავს.