BILD: არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთასაც ზელენსკი არ აპირებს

მზადაა მტკივნეული კომპრომისების განსახილველად, როგორც NATO-ს წევრობაზე უარის თქმით, ისე საომარ ვითარებაში ს ჩატარების, მაგრამ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთასაც ზელენსკი არ აპირებს | წერს გერმანული გამოცემა BILD ბერლინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ.
🔴 ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლების 14 დეკემბრის შეხვედრის შესახებ გამოცემა გარკვეულ დეტალებს ავრცელებს.
🔴 “მაგიდაზე ომის „გაყინვის“ ამერიკული 28-პუნქტიანი გეგმა დევს, რომელსაც მოსკოვის სასარგებლოდ მიკერძოებულად მიიჩნევს.
💬 ძირითადი დავა ტერიტორიულია. გეგმის ერთ-ერთ პუნქტში ნათქვამია, რომ , ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები „დე ფაქტო აღიარებულია, როგორც რუსული“, ხოლო ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში ფრონტის ხაზები გაყინულია.” | ნათქვამია სტატიაში.
🔴 BILD-ის ცნობით, მზადაა დროებით „გაყინოს“ ფრონტი და ფაქტობრივად დაკარგოს კონტროლი ს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ კატეგორიულად უარყოფს მოთხოვნას, გაიყვანოს უკრაინული ჯარები დონეცკის რეგიონის ს მიერ კონტროლირებადი ნაწილიდან.
🔴 გამოცემის ცნობით, -მა კომპრომისი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც: დონეცკის რეგიონში დაახლოებით 5,600 კვადრატული კილომეტრით დაიხევა უკან და იქ „დემილიტარიზებული ეკონომიკური ზონა“ შეიქნება. მოსკოვმა ამ წინადადებას მხარი დაუჭირა იმ დათქმით, თუ იქ რეგულარული არმიის ნაცვლად, ეროვნულ გვარდიას შეიყვანს.
💬 „ჩვენ ამას არ მივიღებთ. ეს უკრაინის არმიის კაპიტულაციის ტოლფასი იქნებოდა“ | განუცხადა BILD-ს უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
🔴 პასუხად, კიევმა საკუთარი წინადადება წამოაყენა, რომელიც პრეზიდენტმა მ გააჟღერა.
💬 „თუ უკრაინის ჯარები უკან დაიხევენ, ვთქვათ, ხუთიდან ათ კილომეტრამდე, რატომ არ უნდა დაიხიონ რუსეთის ჯარებმაც იმავე მანძილზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე?“ | ხაზგასმით აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი – მარტა კოსის განცხადება სამაგალითოა იმის საჩვენებლად, როცა გინდა, ასწავლო ან ლექცია წაიკითხო თვალთმაქცობის შესახებ – „თვალთმაქცობა პოლიტიკაში“ – ეს არის ამ განცხადების სათაური