ავსტრალიურმა სამთომომპოვებელმა კომპანია BHP Group-მა ბრიტანული Anglo American-ის ყიდვის მცდელობაზე უარი თქვა. ავსტრალიური გიგანტის განცხადებაში ნათქვამია, რომ BHP-მ შემდგომი მოლაპარაკებები გამართა Anglo-ს დირექტორთა საბჭოსთან, თუმცა გაერთიანებას აღარ განიხილავს.
„BHP კვლავაც თვლის, რომ Anglo American-თან გაერთიანებას ძლიერი სტრატეგიული უპირატესობები ექნება და ყველა დაინტერესებული მხარისთვის მნიშვნელოვან ღირებულებას შექმნის, მაგრამ ამავე დროს BHP დარწმუნებულია საკუთარი ორგანული ზრდის სტრატეგიის მაღალ მიმზიდველ პოტენციალში“, – ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად, BHP-ს ექვსი თვის განმავლობაში არ შეეძლება Anglo-სთვის შეთავაზებების წარდგენა.
ვრცლად interfax – ზე




