Behind the scene – უნიკალური გამოცდილება Porsche-ს მფლობელებისთვის

28 მაისს „პორშე ცენტრი თბილისმა“ ბრენდის ავტომობილის მფლობელებს უმასპინძლა. მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა, უნიკალური გამოცდილება მიეღო და ავტომობილზე ზრუნვის განსხვავებულ ასპექტებს გასცნობოდა. behind the scene – ეს არის გლობალური კონცეფცია, რომელშიც ევროპის ქვეყნები ყოველწლიურად ერთვებიან. გამონაკლისი არც საქართველოა.