BBC – ყოფილმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა ქვეყნისთვის კრიტიკულ პოლიტიკურ პერიოდში ფიცი დადო

ყოფილმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა ფიცი დადო ქვეყნისთვის კრიტიკულ პოლიტიკურ პერიოდში მას შემდეგ, რაც მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეაჩერა, – ამის შესახებ BBC-ი წერს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო საპარლამენტო ოქტომბერში, მაგრამ „გამარჯვება გაყალბების ბრალდებებში იყო ჩაფლული, რამაც ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია“.
BBC-ი წერს, რომ „ქართული ოცნება“ ბოლო წლებში სულ უფრო ავტორიტარული ხდება, მან მიიღო რუსული სტილის კანონები, რომელთა სამიზნე მედია და არასამთავრობო ჯგუფები და ლგბტ თემია.
„ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ს წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეერთებოდა, დასავლეთს „გლობალური ომის პარტია” უწოდა, რითაც აბუჩად აიგდო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მისი გაცხადებული მიზანი“, – წერს BBC -ი.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ქვეყნის გზას ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციას ქვეყნის კონსტიტუციაც ითვალისწინებს.