BBC: უკრაინელმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს პოლიგონზე, სადაც რუს გენერალს ელოდებოდნენ

უკრაინის არმიის შეტევის შედეგად სულ მცირე 60 რუსი სამხედრო დაიღუპა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, ვოლნოვახის რაიონის სოფელ ტრუდოვსკოესთან მდებარე პოლიგონზე. ამის შესახებ BBC-ს რუსული სამსახური იუწყება რამდენიმე ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
უკრაინელებმა პოლიგონს 20 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში დაარტყეს სავარაუდოდ, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის HIMARS-ის 2 რაკეტით. წყაროთა თანახმად, დარტყმის მომენტში, ს აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის 29-ე არმიის სარდლის, გენერალ-მაიორ ოლეგ მოისეევის დასახვედრად პოლიგონზე მოწყობილი ჰყავდათ 36-ე მოტომსროლელი ბრიგადის სამხედროები.
BBC-ს რუსულ სამსახურს აქვს ერთ-ერთი გადარჩენილი სამხედროს ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ამბობს, რომ „მეთაურებმა ტრიალ მინდორში მოაწყეს“, ასევე პოლიგონზე გადაღებული 10-ზე მეტი სხვა ვიდეოჩანაწერი და ფოტო, რომლებზეც ათეულობით მოკლულია ასახული.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში პოლიგონზე დარტყმის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამთ.
BBC-ს რუსული სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ ვოლნოვახის რაიონის სოფელ ტრუდოვსკოესთან მდებარე პოლიგონზე უკრაინელების შეტევიდან რამდენიმე საათში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა თავდაცვის მინისტრი შოიგუ, რომელმაც პუტინს მოახსენა ავდეევკასა და უკრაინის სხვა რაიონებში რუსეთის არმიის წარმატებების შესახებ.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს