BBC – ტყის ხანძრებთან საბრძოლველად ევროკავშირი ესპანეთს დახმარებას უგზავნის

ტყის ხანძრებთან საბრძოლველად ევროკავშირი ესპანეთს დახმარებას უგზავნის.
BBC-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა ესპანეთისთვის ორი თვითმფრინავის გაგზავნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ქვეყანამ პირველად აამოქმედა ევროკავშირის წევრებისთვის არსებული კატასტროფების დახმარების მექანიზმი.
ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი სიცხე ქვეყანაში ორშაბათამდე გაგრძელდება, ზოგიერთ რაიონში კი ნავარაუდევია, რომ ტემპერატურა 44 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბებს, რამაც შეიძლება ხანძრების ახალი კერები გააჩინოს.
ესპანეთში ტყის ხანძრებს წელს 6 ადამიანი ემსხვერპლა.
ევროკავშირის სამეცნიერო ცენტრის მონაცემებით, 2025 წლის დასაწყისიდან ევროპის ქვეყნებში ხანძარმა თითქმის 440 000 ჰექტარი ფართობი მოიცვა, რაც ორჯერ აღემატება 2006 წლიდან იმავე პერიოდის საშუალო მაჩვენებელს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნარკოდანაშაულში ბრალდებული თედო აბრამოვი მოსამართლეს – დილის ექვს საათამდე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, რა ხდება ქვეყანაში და რა ხდება ჩემს თავს, საგიჟეთია – ერთს ვითხოვ, სამართლიანი გადაწყვეტილება იყოს მიღებული, უდანაშაულო ვარ

კეროლინ ლევიტი – არსებობს სანქციები, რომელთა გამოყენებაც დონალდ ტრამპს შეუძლია, თუ საჭიროება იქნება, თუმცა ყოველთვის ამბობს, რომ უკრაინაში ომის დასასრულებლად მის მთავარ გზას დიპლომატია და მოლაპარაკებები წარმოადგენს