BBC-ს მასალის გამო გამოჰკითხეს გომელაური და „ხარება“

რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ BBC-ს საგამოძიებო ფილმის გამო დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოჰკითხეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდნენ.
სუსის ცნობით, გამოჰკითხეს:
· ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი;
· ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) – -ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი.
1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ „ქართული ოცნებამ“ განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ დაიწყოს „სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რომლის უფროსიც პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი საპარლამენტო ლიდერი ა, სისხლის სამართლის საქმე აღძრა ორი მუხლით:
· „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება“ და
· „უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება“.
„გამოძიების მიზანია, დეტალურად დადგინდეს, რა ინფორმაციას ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძვლად გამოყენებული ადამიანების ინტერვიუები, მათ მიერ გახმოვანებული ცნობები და რამდენად რელევანტური შეიძლება იყოს ეს ინფორმაცია“, – აცხადებს სამსახური.
სუსში გამოკითხვაზე დაიბარეს BBC-ს საგამოძიებო ფილმის რესპონდენტები. მათ შორის ექიმები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
ფორუმი