BBC სულ უფრო ხშირად გვევლინება ევროპული ბიუროკრატიული წრეების პოლიტიკური მესიჯების გაჟღერების პლატფორმად – მასალა მთლიანად ეფუძნება ინდივიდუალურ აღქმებსა და ჰიპოთეზებს, ხოლო სტატიაში მოყვანილი „მოწმეების“ ნაწილი, აფილირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან

BBC სულ უფრო ხშირად გვევლინება ევროპული ბიუროკრატიული წრეების პოლიტიკური მესიჯების გაჟღერების პლატფორმად – მასალა მთლიანად ეფუძნება ინდივიდუალურ აღქმებსა და ჰიპოთეზებს, ხოლო სტატიაში მოყვანილი „მოწმეების“ ნაწილი, აფილირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან
ბიბისის სტატია იმ მოლოდინით წავიკითხე, რომ მასში ფაქტებზე დაფუძნებულ არგუმენტებს ვნახავდი და არა დაუდასტურებელ ვარაუდებს. თუმცა, საბოლოოდ გაწბილებული დავრჩი, მასალა მთლიანად ეფუძნება ინდივიდუალურ აღქმებსა და ჰიპოთეზებს, – ასე ეხმიანება ექსპერტი, დავით ჩიხელიძე BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აქციაზე პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა. ჩიხელიძის თქმით, სამწუხაროა, რომ BBC-ის მიერ ხშირად ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რამდენადაც ის ევრობიუროკრატთა პოლიტიკური წრეების მესიჯების გამჟღერებელ მექანიზმად იქცა.
„ბიბისის სტატია იმ მოლოდინით წავიკითხე, რომ მასში ფაქტებზე დაფუძნებულ არგუმენტებს ვნახავდი და არა დაუდასტურებელ ვარაუდებს. თუმცა, საბოლოოდ გაწბილებული დავრჩი, მასალა მთლიანად ეფუძნება ინდივიდუალურ აღქმებსა და ჰიპოთეზებს.
კონკრეტული მტკიცებულება არც ერთ ეპიზოდში არ არის წარმოდგენილი, სამაგიეროდ ხშირია დაშვებები და „ალბათობები“, რაც სერიოზული ანალიზისთვის საკმარისი საფუძველი ნამდვილად არ არის. სამწუხაროა, რომ BBC სულ უფრო ხშირად გვევლინება დაუზუსტებელი ინფორმაციის გამავრცელებელ წყაროდ და გარკვეული ევროპული ბიუროკრატიული წრეების პოლიტიკური მესიჯების გაჟღერების პლატფორმად. რაც შეეხება სტატიაში გაჟღერებულ ბრალდებებს, თითქოს საქართველოში გამოყენებულ იქნა რაიმე აკრძალული ან კანონსაწინააღმდეგო საშუალება, ეს სრულიად აბსურდულია.
მით უმეტეს, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ გამოყენებული იყო პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება. სტატიაში მოყვანილი „მოწმეების“ ნაწილი აშკარად აფილირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან რაც მათი განცხადებების და ზოგადად ბიბისის სტატიის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. ეს არის მორიგი შეკვეთილი, პროვოკაციული სტატია, რომელიც ოპოზიციის გარედან დახმარების მცდელობას ჰგავს და არა რეალობის აღწერას. ქართული პოლიცია და შესაბამისი უწყებები, აქციის მონაწილეებისგან განსხვავებით, კანონის შესაბამისად და დაცვით მოქმედებენ. საინტერესოა თუ ეყოფა ბიბისის გამბედაობა და სტატიას აქციის მონაწილეთა ქმედებებზე დაწერს, რომელიც სავსეა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებით!“- წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს