BBC – საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაკავებული ბრიტანეთის 19-წლის მოქალაქის, ბელა მეი კალის, ოჯახმა საპროცესო გარიგების ფარგლებში 137 000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა

საქართველოში ნარკოტიკების შემოტანის საქმეზე დაპატიმრებული ბრიტანეთის მოქალაქის განაჩენი 2 წლამდე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, 19-წლის ბრიტანეთის მოქალაქის, ბელა მეი კალის, ოჯახმა საპროცესო გარიგების ფარგლებში 137 000 ფუნტი სტერლინგი (500 000 ლარი) გადაიხადა, რათა მისი სასჯელი ორ წლამდე შეემცირებინათ.
კალის 20 წლამდე ან სამუდამო პატიმრობა ექმურებოდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მისმა დედამ, ლიან კენედიმ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაადასტურა, რომ მათ თანხა გადაიხადეს, თუმცა მისი შვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის საჭირო თანხა ვერ შეაგროვეს.
ასევე აღინიშნება, რომ არსებული ინფორმაციით ბელა კალი ორსულობის 35-ე კვირაზეა და ბავშვის გაჩენა შესაძლოა ციხეში მოუწიოს.
როგორც მისმა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქმეზე სასამართლო სხდომა ჩატარდება 3 ნოემბერს. მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ ამ სხდომაზე საქმე დასრულდეს.
გოგონა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააჩერეს მას შემდეგ, რაც მის ბარგში 12 კგ (26 ფუნტი) მარიხუანა და 2 კგ (4.4 ფუნტი) ჰაშიში აღმოაჩინეს. კალი ადრე აცხადებდა, რომ ნარკოტიკების შემოტანა წამებით აიძულეს.