BBC – კატარში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განახლდა

კატარში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები განახლდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ინფორმირებულმა პალესტინელმა ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა, რომ სა და „ჰამასის“ დელეგაციები ერთსა და იმავე შენობაში არაპირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
მისი თქმით, მოლაპარაკებები გუშინ 6 საათს გაგრძელდა და ორივე მხარე შეთანხმდა, რომ „ჰამასი“ შეთანხმების პირველ დღეს სამ მძევლს გაათავისუფლებს, რის შემდეგაც ისრაელი დასახლებული პუნქტებიდან ჯარების გაყვანას დაიწყებს.
ამასთან, შვიდი დღის შემდეგ „ჰამასმა“ კიდევ ოთხი მძევალი უნდა გაათავისუფლოს და ისრაელი სამხრეთში იძულებით გადაადგილებულ პირებს ჩრდილოეთში დაბრუნების საშუალებას მისცემს, მაგრამ მხოლოდ ფეხით, სანაპირო გზის გავლით.
შეთანხმების თანახმად, ავტომობილებს, ცხოველებს და სატვირთო მანქანებს შეეძლებათ გადაკვეთონ სალაჰ ალ-დინის გზის მიმდებარე გადასასვლელი, რომელსაც კატარისა და ეგვიპტის ტექნიკური უსაფრთხოების ჯგუფი რენტგენის აპარატის საშუალებით აკონტროლებს.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპის განმავლობაში, რომელიც 42 დღეს გაგრძელდება, ისრაელის ძალების დარჩენას ფილადელფის დერეფანში და 800 მეტრიანი ბუფერული ზონის შენარჩუნებას აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ საზღვრებზე.
ისრაელი ასევე დათანხმდა 1 000 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლებას, სანაცვლოდ კი „ჰამასი“ 34 მძევალს გაათავისუფლებს.
შეთანხმების მეორე და მესამე ფაზებზე მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის მე-16 დღეს დაიწყება.
-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა ზღვარზეა. ამასთან, ისრაელელმა ოფიციალურმა პირმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა, შესაძლოა, რამდენიმე საათში, ან დღეში მოხდეს.