BBC-ის ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული რამდენიმე მძევალი „წითელმა ჯვარმა“ ეგვიპტელ მაღალჩინოსნებს უკვე გადასცა

BBC-ის ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული რამდენიმე მძევალი „წითელმა ჯვარმა“ ეგვიპტელ მაღალჩინოსნებს უკვე გადასცა ღაზას სამხრეთით არსებულ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტთან.
აქამდე, BBC ს მედიაზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ისრაელელი მძევლები ღაზაში წითელ ჯვარს გადაეცა, წითელმა ჯვარმა კი მოახდინა მათი ტრანსპორტირება ღაზასა და ეგვიპტეს შორის არსებულ გამშვებ პუნქტამდე.
როგორც BBC იუწყება, ახლა ისრაელის მაღალჩინოსნები გათავისუფლებულ მძევლებს არიშის აეროპორტში წაიყვანენ, საიდანაც მოხდება მათი ტრანსპორტირება ისრაელის სამხედრო ბაზაზე.
ამასთან, გამოცემის ცნობით, ისრაელში საავადმყოფოსთან უკვე იკრიბებიან მძევალთა ახლობლები და ოჯახის წევრები, სადაც უნდა მოხდეს მძევლების გადაყვანა მათი სამედიცინო შემოწმების მიზნით.
არსებული ინფორმაციით, დღეს 13 ისრაელელი მძევლის, ქალისა და ბავშვის, გათავისუფლებას ელოდებიან. თუმცა BBC ამ დრომდე ვერ ადასტურებს მოხდა თუ არა უკვე ეგვიპტელი მაღალჩინოსნებისთვის ყველა მათგანის გადაცემა.