BBC – ისრაელმა აღიარა, რომ ღაზაში მედიკოსების მკვლელობა შეცდომის შედეგი იყო

ისრაელის არმიამ აღიარა, რომ ღაზას სექტორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 15 მუშაკის მკვლელობა მისი ჯარისკაცების შეცდომის შედეგი იყო, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
საქმე ეხება 23 მარტს მომხდარ ინციდენტს, როდესაც პალესტინის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანების კოლონას, გაეროს მანქანას და ღაზას სამოქალაქო თავდაცვის სახანძრო მანქანას რაფაჰთან ცეცხლი გაუხსნეს.
თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი იმის გამო გახსნეს, რომ კოლონა “საეჭვოდ” მიუახლოვდა სიბნელეში, ჩამქრალი ფარებით.
ერთ-ერთი მედიკოსის მობილური ტელეფონის კადრებში კი ჩანს, რომ მანქანებს ფარები ანთებული ჰქონდათ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯარისკაცებმა მანამდე ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც „ჰამასის“ სამი წევრი იყო. როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანები ტერიტორიას მიუახლოვდნენ, საჰაერო მეთვალყურეებმა ჯარისკაცებს აცნობეს, რომ კოლონა საეჭვოდ მოძრაობდა. როდესაც სასწრაფო დახმარების მანქანები „ჰამასის“ წევრების ავტომობილის გვერდით გაჩერდნენ, ჯარისკაცებმა ჩათვალეს, რომ მათ საფრთხე ემუქრებოდათ და ცეცხლი გახსნეს, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი შეიარაღებული იყო.
ისრაელმა აღიარა, რომ ადრინდელი ანგარიში, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ კოლონა ჩამქრალი ფარებით მიუახლოვდა, არაზუსტი იყო და ჯარისკაცების ნაამბობს ეყრდნობოდა.
აცხადებს, რომ მომხდარს საფუძვლიან შეისწავლის, „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება“ და ბევრი სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია კი დამოუკიდებელი გამოძიების დაწყებას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?