BBC – ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ალყაში მყოფი საავადმყოფო შტურმით აიღეს

BBC-ის ინფორმაციით, ს სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ალყაში მყოფი საავადმყოფო შტურმით აიღეს, სადაც ასობით ადამიანი იმყოფება. მედიის ინფორმაციით, დილით გამოცხადებული ევაკუაციის შემდეგ, ისრაელის არმია ხან იუნისში, ნასერის ჰოსპიტალში ინტენსიური ცეცხლით შევიდა. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, საავადმყოფოს შენობას თავს „ჰამასის“ ათობით მებრძოლი აფარებს თავს, ამასთან შენობაში დაჯგუფების შეიარაღება ინახება.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ისრაელის ჯარისკაცებმა პაციენტებს შენობა იძულებით დაატოვებინეს და საავადმყოფოს შენობის ნაწილობრივ დანგრევას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, როლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია