BBC-ისა და BBC News-ის გენდირექტორებმა თანამდებობები დატოვეს

BBC-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ დეივიმ და ახალი ამბების აღმასრულებელმა დირექტორმა, დებორა ტერნესმა თანამდებობები დატოვეს მას შემდეგ, რაც კორპორაცია BBC Panorama-ს დოკუმენტური ფილმის გამო გააკრიტიკეს.
ფილმში -ის პრეზიდენტის, ს გამოსვლა შეცდომით იყო დამონტაჟებული.
დებორა ტერნესის განცხადებით, ს გამოსვლის მონტაჟმა მაყურებელი შეცდომაში შეიყვანა, რის გამოც თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ტერნესის განმარტებით, საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება მას, როგორც BBC-ის ახალი ამბების აღმასრულებელ დირექტორს.
„საჯარო ცხოვრებაში ლიდერები უნდა იყვნენ პასუხისმგებელი და სწორედ ამიტომ ვტოვებ თანამდებობას“, – განაცხადა დებორა ტერნესმა.
ცნობისთვის, საქმე ეხება BBC-ის დოკუმენტურ ფილმს. ბრიტანული გაზეთის, Telegraph-ის მიერ მოპოვებული BBC-ის შიდა დოკუმენტის თანახმად, დოკუმენტურმა ფილმმა ტრამპის გამოსვლის ორი სხვადასხვა ნაწილი ერთმანეთს მიაბა და ისე წარმოაჩინა, თითქოს დონალდ ტრამპი ღიად მოუწოდებდა მომიტინგეებს კაპიტოლიუმში არეულობებისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსებასთან და უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებს ცვლის