BBC – ვენესუელამ ექვსი ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა

­
ვენესუელამ ექვსი ამერიკელი პატიმარი გაათავისუფლა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ვენესუელამ ამერიკელი პატიმრები მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც კარაკასში ვენესუელის პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურ დიპლომატიურ წარმომადგენელს, რიჩარდ გრენელს შეხვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რიჩარდ გრენელმა ნიკოლას მადუროსთან შეხვედრაზე -დან დეპორტირებული ვენესუელის მოქალაქეების ვენესუელაში უპირობო დაბრუნების საკითხი განიხილა.
გრენელს გათავისუფლებული პატიმრები არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მათ დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადეს.
„ახლახან შემატყობინეს, რომ ვენესუელიდან ექვს მძევალს ვაბრუნებთ. მადლობა რიკ გრენელსა და ჩემს გუნდს. შესანიშნავია!“ – დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა