დონალდ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრა დასრულდა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
BBC-ი უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ევროპელ ლიდერებთან შეხვედრა დასრულდა.
მანამდე გერმანულმა გამოცემა Bild-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
ჯერჯერობით ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
