BBC-მ დაკარგული ინტერვიუა აღმოაჩინა, რომელშიც ცნობილი ბრიტანელი არტისტი საკუთარ სახელზე ლაპარაკობს.
ეს არის ერთ-ერთი პირველი, რადიოსთვის ჩაწერილი ინტერვიუ, რომელიც 2003 წლით თარიღდება. ინტერვიუერი BBC-ის ჟურნალისტი ნაიჯელ რენჩია, რომელმაც დაკარგული ჩანაწერი საკუთარ სახლში აღმოაჩინა.
ინტერვიუს მსვლელობისას რენჩი მხატვარს ეკითხება: “თქვენი სახელი რობერტ ბენქსია”? რაზეც არტისტი პასუხობს: “რობი”.
Banksy ბრიტანელი ქუჩის არტისტი, მხატვარი და პოლიტიკური აქტივისტია. მისი ცნობილი გრაფიტები ბრისტოლის ქუჩებში 2000-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. მისი ნამდვილი სახელი და გვარი ამ დრომდე უცნობია.
