BBC – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმების ჩარჩოს მიაღწიეს – ევროკავშირის ყველა საქონელზე 15%-იან ტარიფებს დააწესებს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა სავაჭრო შეთანხმების ჩარჩოს მიაღწიეს. როგორც BBC წერს, შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და მისი მეშვეობით მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკურ პარტნიორს შორის რამდენიმეთვიანი ჩიხი დასრულდა.
შოტლანდიაში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის გამართული გადამწყვეტი მოლაპარაკებების შემდეგ, ორი მხარე შეთანხმდა, რომ აშშ ევროკავშირის ყველა საქონელზე 15%-იან ტარიფებს დააწესებს.
იქამდე კი ტრამპი აცხადებდა, რომ ევროკავშირს 30%-იან ტარიფებს დაუწესებდა.
შეთანხმების მიღებას პოზიტიურად აფასებს და აცხადებს, რომ ის სტაბილურობას მოუტანს ორივე მოკავშირეს, რომლებიც ერთად გლობალური ვაჭრობის თითქმის მესამედს შეადგენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: წარმოიდგინე ექვს მილიარდს დებ ქვეყანაში, იყოს ექვსი მილიონი, ჯანდაბას, ექვსი ათასი… და დაგუგლე და გაირკვა რომ ამ ქვეყანაში კორუფციისა და ფულის გაფლანგვის ბრალდებით დაიჭირეს ყოფილი პრემიერი, თავდაცვის მინისტრი…